პრემიერი გაზიანთეფს სტუმრობდა

იგი ამ რეგიონის მრეწველებს შეხვდა

937045
პრემიერი გაზიანთეფს სტუმრობდა

 

სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ გაზიანთეფში მყოფი პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი სიტყვით გამოვიდა სამრეწველო პალატაში და თქვა, რომ ქვეყნის წინსვლის ლოკომოტივს მრეწველობა წარმოადგენს.

"სამრეწველოა სწორედ ის სექტორი, რომელიც აწარმოებს, ქმნის სამუშაო ადგილებს, ავითარებს ქვეყანას, ამზადებს მის მომავალს. მოკლედ, ჩვენი მეწარმეები თავდადებულად მუშაობენ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ე.ი. ქვეყნის მთავრობამაც უფრო მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ მწარმოებლობა ამასთან სიყვარულის საქმეცაა.

მისივე თქმით, მრეწველობა არ არის მაინც და მაინც დიდი სასურველი ბიზნესი ფულის მოსაპოვებლად, რადგან სხვა საქმეში შეიძლება უფრო მეტის მოგება, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთი რამის წარმოებაც კი ადამიანს დიდ შვებას და სიამოვნებას ჰგვრის, რამეთუ, წარმოებული პროდუქციის და ნაშრომის წინ, ადამიანი ყველანაირ დაღლილობასაც და მოგებასაც ივიწყებს



მსგავსი ინფორმაციები