თურქული საპატრულო კატერი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია
იგი საათში 37 მილის სისწრაფით დაცურავს

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საზღვაო კატერი თურქებმა დაამზადეს.
თურქულმა გემთმშენებელმა კომპანია Ares-მა კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 17 ცალი საზღვაო პოლიციის საპატრულო კატერის შეკვეთა მიიღო და ამ შეკვეთიდან ერთ ერთი, 48 მეტრის სიგრძის “Ares 150 Hercules OPV“-ს სახელწოდების კატერი უკვე მზად არის რა, მისი საზეიმო გადაცემა შემკვეთისათვის უახლოეს დღეებში, კონკრეტულად კი 8 დეკემბერს მოხდება.
ეს თურქული კატერი საათში 37 მილს გაივლის და იგი ჯერ ჯერობით მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საპატრულო გემი იქნება.
აქამდე არესმა კატარს 6 ცალი 24 მეტრიანი საპატრულო კატერი გადასცა. თურქული წარმოების კატერები სპარსეთის ყურეში და ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე იპატრულირებენ
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს