აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ საჰაერო ძალების დღემდე ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

861083
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ საჰაერო ძალების დღემდე ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

5 დღიან წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 6 ერთეული F-22 და 18 ერთეული F-35 ბომბდამშენების ჩათვლით 230 საბრძოლო თვითმფრინავი.

წვრთნებში ჩაერთვება 12 ათასი ამერიკელი და 4 ათასი სამხრეთ კორეელი სამხედრო.

ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც  გასულ კვირაში ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, აცხადებს, რომ წვრთნები რეგიონს ბირთვული ომის ზღვართან მიიყვანს.  



მსგავსი ინფორმაციები