ჩინეთი თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარების უფლებას არ იძლევა

ჩინეთი, იტალიელი ნეიროქირურგის მიერ დაგეგმილ თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარების უფლებას არ იძლევა

856079
ჩინეთი თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარების უფლებას არ იძლევა

ჩინეთი, იტალიელი ნეიროქირურგის მიერ დაგეგმილ თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარების უფლებას არ იძლევა.

ჩინეთის ორგანოთა გადანერგვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუანგ იეფუმ 25 ნოემბერს გაზეთ China Daily-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამგვარი ოპერაცია ტექნიკურად შეუძლებელია და ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ ჩინეთის კანონებს ეწინააღმდეგება.

იტალიელი ნეიროქირურგის, სერჯიო კანავეროს, განცხადებით, ჩინეთში მძიმე ავადმყოფის თავს იმ დონორის სხეულზე ტრანსპლანტაციას მოახდენდა, რომელმაც „ტვინის სიკვდილი“ განიცადა.    

იეფუმ აღნიშნა, რომ კანავეროს ჩინელ ექიმ რენ ხიაოპინგთან ერთად გვამებზე წარმატებით ჩატარებული ტრანსპლანტაცია ეთიკურ ნორმებს არ შეეფერება და ამგვარ კლინიკურ ცდებს ჩინეთში არ დაუშვებენ.

სპეციალისტთა წრეები აცხადებენ, რომ იტალიელი ქირურგი სინამდვილეში რეკლამირებას ცდილობს და წლების მანძილზე ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, რომ ამგვარი ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია.  


საკვანძო სიტყვები: #ჩინეთი , #თავის გადანერგვა

მსგავსი ინფორმაციები