ნასა პლანეტათა შორისო დაცვის თანამშრომლებს ეძებს

ხელფასი 187 მილიონი დოლარი იქნება

782401
ნასა პლანეტათა შორისო დაცვის თანამშრომლებს ეძებს

აშშ-ს ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია-NASA, დედამიწის უცხოპლანეტელების ბიოლოგიური შემოტევებისგან დაცვის მიზნით  პლანეტათა შორისო დაცვის თანამშრომლებს ეძებს და ამ თანამდებობის სრულ განაკვეთზე მომუშავისათვის შემოთავაზებული ხელფასი 187 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სხვა თანამდებობებისათვის გათვალისწინებულ ხელფასებზე 6 ჯერ უფრო მეტია.

ნასას მხრიდან სამუშაოს შესახებ გამოქვეყნებული განცხადება ასეთი შინაარსისაა: “პლანეტთაშორისო  დაცვა ითვალისწინებს ადამიანებისა და კვლევების მწარმოებელი რობოტების   დაბინძურებული ორგანული კომპონენტებისა თუ ნაერთებისგან  დაცვას“.

სამუშაოს მსურველებისგან მოითხოვება, რომ ის ამერიკის მოქალაქე იყოს, ერთი წლიანი მუშაობის სტაჟი უნდა ჰქონდეს საჯარო მაღალ თანამდებობაზე და რაც მთავარია, უმაღლეს დონეზე უნდა იცოდეს ფიზიკა, მათემატიკა და ინჟინერია, ხოლო ამის პარალელურად ინფორმაციები უნდა ჰქონდეს და ერკვეოდეს პლანეტთაშორისო დაცვის საკითხებში.

ხსენებული თანამდებობის მომპოვებელი, ნასას მხრიდან იუპიტერის თანამგზავრ “Europa“-ზე განსახორციელებელ ფრენაშიც მიიღებს მონაწილეობას



მსგავსი ინფორმაციები