ფხენიანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩამოვარდა

764303
ფხენიანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენშტაბი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეამ ადგილობრივი დროით, 09:40 საათზე, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბანგლიოს სამხედრო ბაზის პოლიგონიდან მორიგი ბალისტიკური რაკეტა გასტყორცნა, რომელიც 930 კმ-ის გავლის შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩამოვარდა. იაპონიის მთავრობის პრეს წარმომადგენელმა იოშიჰიდემაც განაცხადა, რომ რაკეტამ 40 წუთი იფრინა და იაპონიის ზღვაში მოქმედ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა. ეს საკითხი განხილვის თემა გახდა თეთრ სახლშიც, სადაც ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოონ ჟეინი მიიღო და აღნიშნეს, რომ ფხენიანის ასეთი აგრესიული ქმედებების გამო მათი მოთმინების ფიალა აივსო



მსგავსი ინფორმაციები