ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ ლაინერს აწარმოებენ

“929“ კონკურენციას გაუწევს ბოინგებს და აირბუსებს

736955
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ ლაინერს აწარმოებენ

ჩინური საინფორმაციო სააგენტო Shanghai Daily-ი იუწყება, რომ ჩინურმა სახელმწიფო ფირმა “Commercial Aircraft Co. (COMAC)“-მ და რუსულმა United Aircraft Corp.-მა შეთანხმება დადეს, რომლითაც ეს ორი ფირმა შ.პ.ს. “China-Russia Commercial Aircraft Corporation Ltd.“ სახელით გაერთიანდება და ერთობლივად ისეთ სამგზავრო ლაინერებს გამოუშვებენ, რომლებიც მძლავრ კონკურენციას გაუწევენ Boeing-ებს და Airbus-ებს.

ერთობლივად წარმოებული თვითმფრინავი 280 სავარძლიანი იქნება და 12 ათას კმ-ზე იფრენს.

რუსეთ-ჩინეთის ეს ერთობლივი პროექტი დაახლოებით 13-20 მილიარდი დოლარი დაჯდება და ლაინერის სახელწოდება “929“ იქნება



მსგავსი ინფორმაციები