თურქეთში ახალი თაობის წყალქვეშა გემებს ააგებენ

გემები ელექტრო ენერგიას თავად აწარმოებენ და წყალქვეშ დარჩენა 14 დღე შეეძლებათ

139296
თურქეთში ახალი თაობის წყალქვეშა გემებს ააგებენ

თურქეთის ქალაქ გოლჯუქში ახალი თაობის წყალქვეშა გემებს ააგებენ. გემები ელექტრო ენერგიას თავად აწარმოებენ და წყალქვეშ დარჩენა 14 დღე შეეძლებათ.

2 მილიარდი დოლარის ღირებულების 6 ახალი წყალქვეშა გამის ასაგებად გოლჯუქის გემთსაშენის სარდლობაში მუშაობა უკვე დაიწყო.

ქოჯაელის გოლჯუქის საზღვაო მთავარი ბაზის სარდლობის ბაზაზე არსებული გემთსაშენი, რომელიც მსოფლიოს 16 წყალქვეშა გემების ასაგები გემთსაშენიდან ერთ-ერთია, 1926 წელს დაარსდა და ამ თარიღიდან მოყოლებული აქ 500 გემი და 11 წყალქვეშა გემი დაამზადეს.

2014 წლიდან 2024 წლამდე განსახორციელებელი ახალი პროექტის ყველაზე დიდი განსაკუთრებულობა გახლავთ ჰაერიდან დამოუკიდებელი სისტემების, ახალი ტიპის ტორპედოების არსებობა და კონტროლის სისტემებში თურქული ფირმების ჩართვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები