დღეს ყურბან-ბაირამია

დღეს ყურბან-ბაირამია

1853731
დღეს ყურბან-ბაირამია

დღეს, მსოფლიოს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს იგივე მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 4 დღეს გრძელდება. წმ. შუამავალ აბრაამს იმისათვის, რომ ღმერთისათვის აღთქმული მსხვერპლი, თავისი ვაჟიშვილი, არ შეეწირა მსხვერპლად, ალაჰმა ყოჩი მოუვლინა და აბრაამმა შვილის მაგივრად ზეციდან ღმერთის მიერ მოვლენილი ყოჩი დაკლა. მას შემდეგ მსხვერპლშეწირვა ტრადიციად გადაიქცა და ამასთან ისლამის 5 აუცილებელი პირობიდან ერთ-ერთი გახდა. ალალი შრომის შედეგად მოპოვებული ფულით ნაყიდი საქონელი, ცოდვების მოსანანიებლად იკვლება. ხორცი სამ ნაწილად იყოფა და მისი ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, ერთი ნაწილი ახლობლებს და მეზობლებს, ხოლო მესამე ნაწილი კი ღარიბ-ღატაკებს ურიგდება. ყველას ვულოცავთ ყურბან-ბაირამს და ვისურვებდით, რომ მსოფლიოში სისხლისღვრები, მტრობა და სიძულვილი დასრულდეს და მშვიდობამ, სტაბილურობამ და მეგობრობამ დაისადგუროს.  


საკვანძო სიტყვები: #ყურბან-ბაირამი

მსგავსი ინფორმაციები