TRT-ს ახალი ციფრული საინფორმაციო არხი „TRT Afrika“ მაუწყებლობას იწყებს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ახალი ციფრული საინფორმაციო არხი „TRT Afrika“ მაუწყებლობას იწყებს

1966930
TRT-ს ახალი ციფრული საინფორმაციო არხი „TRT Afrika“ მაუწყებლობას იწყებს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) ახალი ციფრული საინფორმაციო არხი „TRT Afrika“ მაუწყებლობას იწყებს.

TRT-ს განცხადებით, TRT-სა და აფრიკის მაუწყებელთა კავშირის მიერ გასამართი „პირველი სამაუწყებლო სამიტი“ სტამბოლში ხვალ და 1 აპრილს გაიმართება.

სამიტზე აფრიკის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

სამიტის პირველ დღეს, რომელიც ხვალ დაიწყება, TRT-ს წარმომადგენლები აფრიკელ ჟურნალისტებს ტრენინგს ჩაუტარებენ. მას აფრიკის 16 ქვეყნიდან 23 ჟურნალისტი დაესწრება.

სამიტის მეორე დღეს კი TRT განახორციელებს ახალი ციფრული საინფორმაციო პლატფორმა TRT Africa-ს პრეზენტაციას, რომელიც შეიქმნა TRT World-ის, TRT Arabic-ის, TRT Russian-ის, TRT გერმანული-ს, TRT Français-ის და TRT Balkan-ის შემდეგ.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვლიან პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი, TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი და აფრიკის მაუწყებელთა კავშირის უფროსი მენეჯერი გრეგუარ ნჯაკა.

TRT Afrika, რომელიც აქტიური იქნება აფრიკის ათეულობით ქვეყანაში, გამბიიდან მაროკომდე, ნიგერიიდან კამერუნამდე, მაუწყებლობს ინგლისურ, ფრანგულ, სუაჰილის და ჰაუსას ენებზე და მისი მიზანია აჩვენოს კონტინენტის რეალური სურათი მთელ მსოფლიოს.


საკვანძო სიტყვები: #TRT Afrika , #trt , #ტრტ

მსგავსი ინფორმაციები