მაარიფის ფონდის მიერ ორგანიზებული „სტამბულის განათლების მე-2 სამიტი“ დასრულდა

მაარიფის ფონდის მიერ ორგანიზებული „სტამბულის განათლების მე-2 სამიტი“ დასრულდა

1903123
მაარიფის ფონდის მიერ ორგანიზებული „სტამბულის განათლების მე-2 სამიტი“ დასრულდა

თურქეთის მაარიფის ფონდის (TMV) და თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ის საკომუნიკაციო სპონსორობით ორგანიზებული, „სტამბულის განათლების მე-2 სამიტი“ რომელიც აერთიანებდა 7 ქვეყნის განათლების მინისტრებს და ექსპერტებს განათლების სფეროში, დასრულდა. სამიტზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა „სკოლის მომავალი, პანდემიის შემდეგ განათლების  საჭიროებები, კოვიდ თაობის მომავალი და დიფერენცირებული განათლება“.

სამიტის ბოლო სესიაზე სპეციალისტებმა განიხილეს „ალტერნატიული ძიება განათლებაში“. სესიის მოდერატორი გახლდათ, სტამბულის ცივილიზაციის უნივერსიტეტის ფაკულტეტის ლექტორი ომერ ავჯი. სიტყვით კი გამოვიდნენ, EdX-ის ბიზნეს განვითარების პრეზიდენტი ჯონ შვარცი, კამპუსის გლობალური ხელმძღვანელი სკოტ შირემანი, მარმარას უნივერსიტეტის ფაკულტეტის ლექტორი პროფესორი ქემალ საიარი, ფეშავარის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სოციოლოგიისა და მასწავლებელთა განათლების პროფესორი საიდ მუნირ აჰმედი და აფრიკის განვითარების უნივერსიტეტის პრეზიდენტი ქადერ კანიე.

„ჩვენ ვხურავთ უფსკრულს მდიდრებსა და არამდიდრებს შორის“

EdX-ის ბიზნეს განვითარების პრეზიდენტი ჯონ შვარციმ განაცხადა: „შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო განათლების სისტემა მოულოდნელად გადავიდა ვირტუალურ განათლების მოდელზე. რომ გითხრათ, რომ ისინი ჰარვარდსა და MIT-ში უფასოდ სთავაზობენ თავიანთ შინაარსს მსოფლიოს ნებისმიერ მსურველს, სტუდენტებს რას იტყვით? ჩვენ ვთავაზობთ უწყვეტი სწავლის ეკოსისტემას ყველას, ყველგან. ჩვენ ვართ ხიდი ჭკვიან და მდიდარ ადამიანებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ამ ელიტარულ სკოლებში მოხვედრა და მათ, ვისაც არ შეუძლიათ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს განათლების სისტემაში, გავხადოთ მრავალფეროვანი და გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი.“   

„სამი კვირის განმავლობაში მილიონობით სტუდენტმა დააჭირა ღილაკს და გადაერთო ონლაინ განათლებაზე“

საუბარია იმაზე, შეიძლება თუ არა დისტანციური განათლება იყოს პირისპირ განათლების ალტერნატივა, შვარცმა თქვა: „მე ბევრს ვუსვამდი ჩემს თავს ამ კითხვას და დიახ, იყო ალტერნატივა. სამი კვირის განმავლობაში მილიონობით სტუდენტმა დააჭირა ღილაკს და გადაერთო ონლაინ განათლებაზე. ჩვენ ხაზს ვუსვამდით ამის მნიშვნელობას მთელი ეპიდემიის განმავლობაში. იყვნენ ისეთებიც, ვინც უკან იხევდა. ზოგიერთს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ განვითარდებოდა. მათ არ იცოდნენ მისი შედეგების შესახებ. საშინელებაა, ეს იყო ჩვენი პლაცდარმი. ყველას, ვისაც ვიცნობ მთელ მსოფლიოში, გაიარა ონლაინ ტრენინგი“.

„ონლაინ განათლება კარგი ინსტრუმენტია ბევრ სფეროში“

კამპუსის გლობალური ხელმძღვანელი სკოტ შირემანიმ კი ვირტუალური განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ვირტუალური განათლებას გარკვეული სასარგებლო ასპექტები აქვს.

„ონლაინ განათლება კარგი ინსტრუმენტია ბევრ სფეროში. პირველ რიგში, ის უზრუნველყოფს განათლებას. ის ასევე სასარგებლოა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. რადგან ის გთავაზობთ მოქნილობას, რომელსაც აქამდე არ გთავაზობდით. ონლაინ რეჟიმში განათლებას აქვს გარკვეული სარგებელი. სისტემები, რომლებიც ხელს უწყობენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს ამ დროისთვის, ჩვენ ვავითარებთ როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ განათლებას სტუდენტზე ორიენტირებული გზით“, განაცხადა შირემანიმ .

სამიტის ფარგლებში, თურქეთის მაარიფის ფონდის მიერ ორგანიზებული ფოტოგრაფიის მე-3 საერთაშორისო კონკურსის ჯილდოები გადანაწილდა. შეჯიბრში პირველი ადგილი პაკისტანელმა შაჯარ ზაჰრამ მოიპოვა, მეორეზე ბურუნდიდან რანია ჰასანი გავიდა, ხოლო ავღანეთიდან მუსტაფა რეჯები მესამეზე. გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა, თურქული მაარიფის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ბიროლ აქგუნმა.  


საკვანძო სიტყვები: #სამიტი , #მაარიფის ფონდი

მსგავსი ინფორმაციები