სახაროვის პრემია წელს "უკრაინელ ხალხს" მიენიჭა

წელს „უკრაინის ხალხს“ მიენიჭა სახაროვის პრემია, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების სფეროში

1895296
სახაროვის პრემია წელს "უკრაინელ ხალხს" მიენიჭა

წელს „უკრაინის ხალხს“ მიენიჭა სახაროვის პრემია, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების სფეროში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ჯილდო გადაეცა "მამაც უკრაინელ ხალხს".

მეცოლამ აღნიშნა, რომ ჯილდო გადაეცა უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ "იბრძვიან, აიძულებენ გაიქცნენ, დაკარგეს ნათესავები და მეგობრები, იბრძვიან რწმენისთვის"  და დაამატა: "მე ვიცი, რომ მამაცი უკრაინელი ხალხი არასოდეს დანებდება. ჩვენც არ დავნებდებით“.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომი უკრაინელ ხალხს ძვირი უჯდება და რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი სახლების, მიწების, დამოუკიდებლობისთვის, არამედ დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ღირებულებებისთვის.

საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა პირებს ან ინსტიტუტებს, რომლებიც იცავენ აზრის თავისუფლებას.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში 14 დეკემბერს ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის დროს გაიმართება.

სახაროვის პრემია გასულ წელს რუს დისიდენტს ალექსეი ნავალნის გადაეცა.



მსგავსი ინფორმაციები