ტიტანიკის მგზავრის საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ტიტანიკის მგზავრის საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა

2133436
ტიტანიკის მგზავრის საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ერთ-ერთი უმდიდრესი მგზავრის ოქროს ჯიბის საათი, რომელიც მოგზაურობდა ლეგენდარულ გემ ტიტანიკზე და რომელიც ჩაიძირა ატლანტიკის ოკეანზე აისბერგთან შეჯახების შედეგად, აუქციონზე 900 ათას ფუნტად გაიყიდა.

ინგლისის ქალაქ ვილტშირში გამართულ აუქციონზე ბიზნესმენ ჯონ ჯეიკობ ასტორის კუთვნილი საათი სავარაუდო ფასზე 6-ჯერ ძვირად გაიყიდა.

გადასახადებისა და დამატებითი მოსაკრებლების გათვალისწინებით, მყიდველი საათში 1 მილიონ 175 ათას ფუნტს გადაიხდის. აუქციონის სახლმა მთლიანი ღირებულებას "მსოფლიო რეკორდი" უწოდა.

1912 წლის 14 აპრილს ჩაძირული ტიტანიკის 2224 მგზავრიდან მხოლოდ 710 გადარჩა.


საკვანძო სიტყვები: #აუქციონი , #მგზავრი , #საათი , #ტიტანიკი

მსგავსი ინფორმაციები