ელისაბედ II კონფიდენციალურ წერილს ტოვებს

წერილი 2085 წლამდე არ გაიხსნება

1880272
ელისაბედ II  კონფიდენციალურ წერილს ტოვებს

ცნობილი გახდა, რომ 8 სექტემბერს გარდაცვლილ დედოფალ ელიზაბედ II-ს წერილი ჰქონდა დაწერილი, რომელიც ავსტრალიაში გაიგზავნა და მისი გახსნა 2085 წელს სურს.

დედოფალ ელიზაბედ II-ის, რომელიც მიდინარე წლის 8 სექტემბერს შოტლანდიის ბალმორალის სასახლეში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაწერილი წერილი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლის წერილი, სიდნეის დედოფალ ვიქტორიას შენობის აღდგენის აღსანიშნავად 2085 წლამდე არ გაიხსნება. ელიზაბეტ მეორემ წერილი სიდნეის მერს გაუგზავნა.

დედოფლის მერს კონფიდენციალურ წერილთან დაკავშირებით, რომელიც იწყებოდა მიმართით: „ავსტრალია, სიდნეის სამართლიან და საპატიო ლორდ მერისადმი. 2085 წელს თქვენ მიერ არჩეულ შესაფერის დღეს, გთხოვთ, გახსნათ ეს კონვერტი და გადასცეთ ჩემი გზავნილი სიდნეის მოქალაქეებს“,

მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის თხოვნა დაკმაყოფილდა, ის, რაც მან წერილში დაწერა, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.

 ბრიტანული პრესა წერდა, რომ დედოფალმა, სავარაუდოდ, წერილში მადლობა გადაუხადა სიდნეის მცხოვრებლებს ისტორიული შენობის გადარჩენისთვის.



მსგავსი ინფორმაციები