გაერომ თურქეთის თხოვნა დააკმაყოფილა

გაერომ თურქეთის თხოვნა დააკმაყოფილა

1836533
გაერომ თურქეთის თხოვნა დააკმაყოფილა

თურქეთის მოთხოვნის შემდეგ გაერომ ქვეყანას, რომელიც უცხო ენებში აქამდე Turkey-დ მოიხსენიებოდა, სახელი შეუცვალა და დღეიდან იგი,  ოფიციალურ დოკუმენტებსა და სხვა მასალებში Türkiye-დ მოიხსენიება.

გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა, საკითხთან დაკავშრებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს გენერალურ მდივნის ანტონიო გუტერესისთვის გაგზავნილი წერილი, თურქეთის უცხო ენებზე სახელის Türkiye-დ შეცვლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ქვეყნის სახელის შეცვლა ძალაშია წერილის მიღების მომენტიდან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საკითხთან დაკავშრებით სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთის ბრენდის ღირებულების გაზრდის მიზნით პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ხელმძღვანელობით დაწყებული პროცესი დასრულდა რა, დღეიდან უცხო ენებში აქამდე Turkey-დ მოხსენიებული ჩვენი ქვეყნის სახელი შეუცვალა და აწი იგი, ოფიციალურ დოკუმენტებსა და სხვა მასალებში Türkiye-დ მოიხსენიება“.



მსგავსი ინფორმაციები