29 მაისი სტამბოლის აღების დღე

29 მაისი სტამბოლის აღების დღე

1425408
29 მაისი სტამბოლის აღების დღე

29 მაისი სტამბოლის აღების დღე

ოსმალეთის იმპერიის ჭეშმარიტი ზრდა და გაძლიერება ბიზანტიის ტერიტორიების აღებას უკავშირდება. როგორც ანატოლიაში ასევე რუმელიში განხორციელებული ტერიტორიების დაპყრობების შედეგად ბიზანტია მხოლოდ სტამბოლისგან შემდგარ ქალაქ სახელმწიფოდ გადაიქცა. 1453 წელს ოსმალო ფადიშაჰმა სულთან მეჰმედმა სტამბოლის ბიზანტიის ხელში ყოფნა ოსმალეთის სახელმწიფოსათვის საფრთხედ მიიჩნია და სტამბოლს დიდი არმიით ალყა შემოარტყა. ხანგრძლივი ალყის შემდეგ ოსმალეთის მიერ გამოყენებულმა ტექნოლოგიებმა და ზარბაზნებმა 29 მაისს სტამბოლის აღება უზრუნველყო. სტამბოლი ოსმალეთის დედაქალაქი გახდა. სტამბოლს აღებამ, რომელმაც დაასრულა შუა საუკუნეები და დაიწყო  ადრეული თანამედროვე პერიოდი, ისტორიაზე ღრმა გავლენა მოახდინა და დასავლეთში რეფორმების და რენესანსის დაწყებას შეუწყო ხელი.


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლის აღება , #29 მაისი

მსგავსი ინფორმაციები