იცით თუ არა, რომ 34-2022

ანზაკის ყურე

1821268
იცით თუ არა, რომ 34-2022

იცით თუ არა, რომ 34-2022

ანზაკის ყურე

იცით თუ არა, რომ პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრონტზე, ჩანაქკალეს გალიპოლის ნახევარკუნძულზე მდებარე ყურეს, ანზაკი უწოდეს?

ანზაკი არის თურქეთში, ჩანაქკალეს გალიპოლის ნახევარკუნძულზე პატარა ყურე, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ავსტრალიელებისთვის, რადგანაც ჩანაქკალეს ომის დროს ანზაკების კორპუსი ამ ყურეში 1915 წლის 25 აპრილს გადავიდა და ეს ადგილი მათ მთავარ ბაზად იქცა.

დღესდღეობით ამ ყურეში ავსტრალიელებისა და ახალზელანდიელების მხრიდან ყოველწლიურად იმართება სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია. ანზაკების ათასობით შთამომავალი, რომლებიც ყოველ 25 აპრილს ამ რეგიონში ჩამოდიან, აქ თავიანთ დაღუპულ წინაპრებს იხსენებენ. სახელი „ანზაკის ყურე“ ასევე ოფიციალურად იქნა მიღებული ანზაკის დღეს, 1985 წლის 25 აპრილს. ანზაკების ახალგაზრდა შთამომავლები, რომლებიც დილით მზის ამოსვლამდე წყალში შედიან და ნაპირზე გამოდიან, ცდილობენ გაიგონ, რას გრძნობდნენ მათი წინაპრები. ანზაკის ყურეში ამ ცერემონიის დასრულების შემდეგ, ანზაკთა შთამომავლები მიდიან „ლონე პინას“ მემორიალისკენ, სადაც ისინი ასრულებენ რელიგიურ ცერემონიებს თავიანთი დაღუპული წინაპრების ხსოვნის საპატივცემულოდ. „ლონე პინე“ ანუ „მარტოხელა ფიჭვი“ დაარქვეს ერთადერთი ფიჭვის ხის გამო, რომელიც ავსტრალიელმა ჯარისკაცებმა დაინახეს 1915 წლის 25 აპრილს, ყურეში გადმოსვლის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი გავიდა, ასობით ავსტრალიელისთვის, ახალზელანდიელისთვის და თურქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია აქ შეკრება თავიანთი დაღუპული წინაპრების ხსოვნის საპატივცემულოდ. ომის სცენიდან დაბადებული დიდი მეგობრობის ისტორიის სიმბოლო...


საკვანძო სიტყვები: #ანზაკის ყურე , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები