იცით თუ არა, რომ? 33-2022

„სულეიმანიეს კომპლექსი“

1817550
იცით თუ არა, რომ? 33-2022

იცით თუ არა, რომ? 33-2022

„სულეიმანიეს კომპლექსი“

იცით თუ არა, რომ სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოსმალური ძეგლი, სულეიმანიეს კომპლექსი, თავისი დროის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი იყო?

სულეიმანიეს კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს სულთან სულეიმან კანონმდებლისა და მიმარ სინანის, იმ პერიოდის ძალაუფლების სიმბოლოსა და არქიტექტურული გენიის შერწყმას, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსია. ეს ადგილი დაპროექტებული იყო, როგორც თავისი დროის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ერთად ისწავლებოდა მეცნიერების სხვადასხვა დარგები.

სულეიმანიეს კომპლექსი, რომლის მშენებლობა 1550 წელს დაიწყო და შვიდ წელიწადში დასრულდა, კლასიკური პერიოდის სიმბოლოდ ითვლება თავისი ეკონომიკური და კულტურული ფუნქციებით. კომპლექსის შვიდ მედრესეს შორის, რომლებიც განათლებას აძლევდნენ სხვადასხვა დარგში, ასევე იყო სამედიცინო მედრესე, სადაც ადამიანებს მკურნალობდნენ. სამედიცინო მედრესეს მარჯვნივ შენობა საავადმყოფო იყო. აქვე იყო აფთიაქი და ჰამამი. ამ საავადმყოფოს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ოსმალეთის სხვა საავადმყოფოებისგან იყო მისი ფსიქიკური დაავადებების განყოფილება. ამ განყოფილებაში პაციენტებს სპეციალური მედიკამენტებითა და მუსიკით მკურნალობდნენ.

სულეიმანიეს კომპლექსის ყველაზე თვალშისაცემი შენობა, რა თქმა უნდა, სულეიმანიეს მეჩეთია. ეს ადგილი მარტივია, მაგრამ ბრწყინვალე, ისევე როგორც მიმარ სინანის სხვა ნამუშევრები. მეჩეთის ეზოს ოთხ კუთხეში მდებარე ოთხი მინარეთი სიმბოლოა იმისა, რომ სულეიმანი მეოთხე სულთანი იყო სტამბოლის აღების შემდეგ, ხოლო მინარეთის ათი შერეფე (აივანი) კი იმისა, რომ ის იყო ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი.

კომპლექსში ასევე მდებარეობს სულეიმან დიდებულის, ჰურემ სულთანისა და მიმარ სინანის საფლავები.



მსგავსი ინფორმაციები