დღეს რამაზანი (მარხვა) იწყება

დღეს რამაზანი (მარხვა) იწყება

1805446
დღეს რამაზანი (მარხვა) იწყება

დღეს,  მუსლიმანების მიერ  თერთმეტი თვის სულთნად  აღიარებული მარხვა  (რამაზანი) იწყება. მორწმუნეები ამაღამ საჰურზე (ღამის ჭამა) ადგებიან და ხვალ პირველ მარხულ დღეს გაატარებენ. ისინი საჰურიდან მეორე დღის მზის ჩასვლამდე არაფერს არც ჭამენ და არც სვამენ.  რამაზნის თვე იმითაც არის მუსლიმანებისთვის ძვირფასი, რომ სწორედ ამ თვეში დაიწყო წმ. ყურანის ზეგარდმოვლენა. ამ თვეში მუსლიმანები ფითრას და ზექათს ანუ შემოწირულობებს იღებენ. „ყადირის ღამე“, რომელიც  ყურანში ათას თვეზე საუკეთესოდ არის მოხსენიებული, სწორედ რომ რამაზნის თვეშია. მარხვის თვე, ისლამური სამყაროს და კაცობრიობისთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. ღმერთს შევთხოვ, ყველა მორწმუნეს ღვთისმსახურება უყაბულოს.



მსგავსი ინფორმაციები