რაუფ დენქთაშის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

რაუფ დენქთაშის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

1761988
რაუფ დენქთაშის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

დღეს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამაარსებლის (ჩკთრ) და პირველი პრეზიდენტის რაუფ დენქთაშის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.

დენქთაშის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა მესიჯი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მის ხსოვნას პატივისცემით, მადლიერებითა და მოწყალებით აღნიშნეს.

„გარდაცვლილი რაუფ დენქთაშის უნიკალური წვლილი და გონიერი ხელმძღვანელობა, კვიპროსელ თურქთა თავისუფლებისთვის, გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში,“ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დენქთაშის გარდაცვალებას გამოეხმაურა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაიც და კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მოიხსენია იგი.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, რაუდ დენქთაში 2012 წლის 13 იანვარს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები