ჩინელებს „თურქული ყავა“ გააცნეს

გუანჯოუში „თურქული ყავის“  სარეკლამო ღონისძიება გაიმართა

1743513
ჩინელებს „თურქული ყავა“ გააცნეს

ჩინეთის სამხრეთში მდებარე გუანდუნის (კვანტუნი) პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ გუანჯოუში, „თურქული ყავის“  სარეკლამო ღონისძიება გაიმართა. თურქეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გუანჯოუს ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, კულტურული ღონისძიებების სერია,  „ანატოლიური ნიავი“ გაიმართა და მის ფარგლებში 5 დეკემბერს, თურქული ყავის მსოფლიო დღეს,  „თურქული ყავის“ რეკლამისა და პოპულარიზაციის  ღონისძიება გაიმართა რა, მასზე თურქული ყავის ისტორია და კულტურა, დეტალურად იქნა გაცნობილი. ქალაქ გუანჯოუს თურქეთის გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსულმა ნესლიჰან კულმა ამ ღონისძიებაზე,  თურქების მიერ მსოფლიოში ყავის კულტურის შექმნა-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის  შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყავა თურქეთში იემენიდან შემოვიდა, ხოლო აქედან კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისივე თქმით დღეს ყავის კულტურას დიდი ადგილი და მნიშვნელობა აქვს ანატოლიელი თურქების ყოველდღიურ ცხოვრებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული ყავა , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები