ერდოღანის „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნისათვის შესავალი

ერდოღანის „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნისათვის შესავალი

1727525
ერდოღანის „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნისათვის შესავალი

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კომუნიკაციების დეპარტამენტის მხრიდან მომზადებული, „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნისათვის შესავალი (წინასიტყვაობა) დაწერა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ ინდუსტრიული რევოლუცია და დასავლური ცივილიზაციის შეხედულება ბუნებაზე, როგორც საქონელზე, რომელსაც დომინირება სჭირდება, დღეს სამყაროს მარტო ტოვებს გარემოსდაცვითი კატასტროფებით. ერდოღანი ამბობს, რომ გაგება, რომელიც არ სცემს პატივს ჰაერს, წყალს და ნიადაგს და კარნახობს მხოლოდ წარმოებას, მეტი ფულის გამომუშავებისთის, სამყაროს სულ უფრო და უფრო შეუცვლელ ადგილად აქცევს.

ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში განცდილმა სტიქიურმა კატასტროფებმა აჩვენა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც უგულებელყოფენ მწვანე განვითარების პრინციპებს, ზიანი მიაყენეს როგორც საკუთარ თავს, ასევე  მთელ კაცობრიობას რა, მან ხაზი გაუსვა ახალი საგზაო რუკის საჭიროებას, რომელიც გარემოს და მის ღირებულებებს ცენტრში აყენებს და არა ეკონომიკური მოგების ამჟამინდელ სისტემას.

„თუნდაც იცოდეთ, რომ ხვალ წარღვნა უნდა მოხდეს, დარგეთ ნერგები“, ჩვენ ასეთი ცივილიზაციის შთამომავლები ვართ. ბუნების დაცვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ქვეყნის მიერ პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება, ჩვენ გვავალდებულებს, რომ 2053 წლისათვის ემისიები ნულზე იქნას დაყვანილი. ამისათვის კი ყველა შესაძლებლობის გამოყენებისთვის მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი გახლავთ, თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობით დასამზადებელი ელექტრო ავტომობილის, ჭკვიანი შენობებისა და ქალაქების პროექტების მხარდაჭერა და სხვა. სწორედ ამის ფარგლებში უახლოეს მომავალში თურქეთს გადაწყვეტილი აქვს აიღოს წამყვანი და აქტიური როლი კლიმატის კრიზისის გადაწყვეტაში, თავისი უძველესი კულტურით და შთაგონებული მწვანე განვითარების რევოლუციით,“ აცხადებს პრეზიდენტი ერდოღანი, ზემოთ ხსენებული წიგნის შესავალში.



მსგავსი ინფორმაციები