ამსტერდამში გაიხსნა გამოფენა „თურქი თანამედროვე მხატვრები“

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გაიხსნა გამოფენა „თურქი თანამედროვე მხატვრები“

1724391
ამსტერდამში გაიხსნა გამოფენა „თურქი თანამედროვე მხატვრები“

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გაიხსნა გამოფენა „თურქი თანამედროვე მხატვრები“.

ხელოვნების ცენტრ NDSM Fuse - ში გამართულ  ღონისძიებას ჰოლანდიელ და თურქი ხელოვნების მოყვარულებთან ერთად ასევე დაესწრნენ თურქეთის მისიის წარმომადგენლები.  

ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოფენაში მონაწილე თურქი მხატვრები შეხვდნენ მათი ნამუშევრების სანახავად მისულ დამთვალიერებლებს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიების ორგანიზატორმა მხატვარმა და ებრუს ხელოვანმა ოქან აქინმა განაცხადა, რომ მათი მიზანია ევროპაში მცხოვრები თურქი მხატვრების ნამუშევრების მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა. მისივე თქმით, ამ გამოფენაში ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები 37 თურქი მხატვარი მონაწილეობს.

გამოფენა, რომელიც მოიცავს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ნიდერლანდებში, გერმანიასა და ბელგიაში მცხოვრები თურქი ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრებს, დამთვალიერებლებს 6 ნოემბრამდე მიიღებს.



მსგავსი ინფორმაციები