იცით თუ არა, რომ? 06-2021

იესემეკის მუზეუმი ღია ცის ქვეშ

1721155
იცით თუ არა, რომ? 06-2021

იცით თუ არა, რომ? 06-2021

იესემეკის მუზეუმი ღია ცის ქვეშ

იცით თუ არა, რომ გაზიანთეფში მდებარეობს 3 ათასი წლის წინანდელი ქანდაკებების სახელოსნო?

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში გაზიანთეფის პროვინციაში მდებარე იესემეკის მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ქანდაკებების სახელოსნო, დაახლოებით სამი ათასი წლის წინ ხეთების იმპერიის დროს გახსნილა და ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქვის კარიერი და ქანდაკებების სახელოსნო იყო. ტერიტორია, რომელიც აღმოაჩინეს 1890 წელს, გაზიანთეფის მუზეუმის დირექციის მიერ ახლო წარსულში ღია ცის ქვეშ მუზეუმად იქნა გადაკეთებული.

იესემეკის მუზეუმში ღია ცის ქვეშ, სადაც ქანდაკებების ასობით ესკიზია აღმოჩენილი და გარკვეული თანმიმდევრობით არის გამოფენილი, ესკიზების უმრავლესობას კარიბჭის ლომები შეადგენენ. მუზეუმში ღია ცის ქვეშ ტონობით სიმძიმის 518 ქანდეკებაა გამოფენილი, რომელთა შორისაცაა სფინქსები, კარიბჭის ლომები, მჯდომარე ლომები, ფრთებიანი ლომები, მთის ღმერთის რელიეფები, ბრძოლის სცენის რელიეფები და არქიტექტურული ნიმუშები.

იესემეკის ღია ცის ქვეშ მუზეუმი და ქანდაკებების სახელოსნო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეტანილი, ყოველწლიურად მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ჩასულ ვიზიტორებს მასპინძლოს.  მუზეუმი 2021 წელს პანდემიის მიუხედავად, დაახლოებით 15 ათასმა ტურისტმა მოინახულა.



მსგავსი ინფორმაციები