კუთხე-კუნჭული“ 38/2021

"მოლა ნასრედინი"

1711649
კუთხე-კუნჭული“ 38/2021

კუთხე-კუნჭული“ 38/2021

"მოლა ნასრედინი"

მარიამ გაფრინდაშვილი

ჯერ კიდევ ქუთაისის უნივერსიტეტში თურქოლოგიაზე სწავლის პერიოდში თურქეთის კულტურისა და ლიტერატურის გაცნობისას აქა-იქ წავაწყდი ამ სახელს. მაგრამ არც მისი ბიოგრაფიას და არც მის ჩანაწერებს ან უფრო სწორად ფოლკლორად ქცეულ მის ამბებს არ ჩავძიებულვარ; მანამ სანამ სადღაც გადაყრილ წიგნებს შორის არ წავაწყდი პატარა უბის წიგნაკის მსგავს ნახევრად დაგლეჯილ წიგნს, რომელსაც ნახევრად წაშლილად „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი ეწერა“. დავიწყე კითხვა და აღმოვაჩინე, რომ იუმორს არათუ ნაციონალობა არ გააჩნია, არამედ ის არ ცნობს დროსაც. წარმოუდგენელიც კია, მე-13-ე საუკუნეში მცხოვრები ნახევრად გამოგონილი ნახევრად რეალური პერსონა ნასრედინ ჰოჯა, როგორც მას ახლო და შუა აღმოსავლეთში უწოდებენ, ისეთ იუმორს ფლობდეს და ისეთივე გადმოცემის უნარი გააჩნდეს, რომ დღესაც მის ე.წ. ხუმრობებს აკადემიურ წრეებსა და საპარლამენტო სხდომებზე სიტყვით გამოსვლისასაც კი მოიხმარენ.

მოლა ნასრედინი ანატოლიის სელჩუკების პერიოდში აქშეჰირში მცხოვრები ნახევრად ლეგენდად ქცეული პერსონაა. ახლო აღმოსავლურ და განსაკუთრებით თურქულ მინიატურებში ვირზე მჯდომი ფუმფულა, კეთილსახიანი და თავზე დიდი გაბერილი ჩალმით საშუალო ხნის კაცი მართლა არსებობდა თუ არა, დღემდე არავინ იცის. მაგრამ დღემდე მასზე ჰყვებიან, რომ ის ცნობილი იყო ოხუნჯობებით, მყისიერი პასუხებითა და ბრძნული შენიშვნებით მაღალი თანამდებობის პირებისადმიც კი.

მოლა ნასრედინს განათლება სივრიჰისარში მიუღია, შემდეგ კი თავის დაბაში დაბრუნებულა და მეჩეთში მოლად მსახური დაუწყია. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის მისტიკურ რელიგიურ მიმდინარეობას მევლევის, იესევის ან რუფაის წევრი გახდა. იმ პერიოდში მევლანა ჯელალედინ რუმი, ჰაჯი ბექთაში ველი, იუნუს ემრეს მისტიკური სწავლებები, რომელიც ისლამის განშტოებაა, თუმცა გაცილებით რბილი და სხვა რელიგიებისადმი ტოლერატურად განწყობილი. სწორედ ამ მიმდინარეობის ერთგულად დარჩა მთელი ცხოვრება მოლა ნასრედინი და მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიმდევართა რიცხვი გაიზარდა, აქშეჰირში მდებარე მის თურბესთან იგივე საფლავთან დღემდე უამრავი ადამიანი მიდის სტუმრად. დღემდეა შემორჩენილი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალდაბადებული ბავშვის ჭიპლარს მოლას საფლავთან ახლოს მიწაში ფლავენ, რომ ბავშვი მასავით სიტყვამოსწრებული და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული გაიზარდოს.

მოლა ნასრედინის სიტყვიერი მასალის ჩანაწერების კრებული, სახელწოდებით „სალთუქნამე“ 1480 წლით თარიღდება. მასში მოქცეული ანეგდოტები, მითოლოგიური შენიშვნები, დიდაქტიკური შინაარსის მსუბუქი დარიგებები დღესაც თურქულ საგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება.

მსოფლიო მასშტაბით მკვლევარები მოლა ნასრედინის რეალურ არსებობას ეჭვის თვალით უყურებენ. მათი საერთო აზრია, რომ მოლა ფოლკლორული გადმონაშთია, რომელიც იუმორთან დაკავშირებული პერსონაჟების ყველა ეროვნების საერთო ნაკრებია. 

დღემდე თურქულენოვან ერებში მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი როგორც ზეპირსიტყვიერი ისე წერილობითი სახით არსებობს.

გადაცემას კი მოლა ნასრედინის ორი ცნობილი ხუმრობით დავამთავრებ. ერთი მათგანი წყაროებში ასეა დასათაურებული - „ჭამე, ქურქო, ჭამე“. ამბავი კი ასეთია: აქშეჰირში მოლა ნასრედინი სადილზე დაუპატიჟნიათ. ის სტუმრად სახლის ტანსაცმლით წასულა. შეუჩნევია, რომ მას ასეთ ფორმაში ჩაცმულს არავინ ესალმება. დაუნახავს, რომ წვეულებაზე ყველა მორთულ-მოკაზმულია მისული. მოლა სახლში წასულა, ძვირფასი ქურქი ჩაუცვამს და ისევ უკან დაბრუნებულა. აქამდე მისი არაფრად ჩამგდები საზოგადოება ლამის ფეხქვეშ დაეგო და ქურქში გამოწყობილს დიადი სალამი შეაგება. მოლა ყველაზე ძვირფას ადგილას დაუსვამთ და ხორცის ყველაზე კარგი ნაწილიც მისთვის დაუდიათ. მოლას ქურქი გაუძრია, ეს ხორცის ნაჭერი აუღია და ქურქისთვის ჭმევა დაუწყია. გაკვირვებული სტუმრებისთვის კი უთქვამს: აქ მოსვლისას ყველაზე დიდი პატივი ქურქს მიაგეთ, საჭმელიც მან ჭამოსო“.

მეორე ხუმრობა, კი, რომელსაც ასე ჰქვია „საბანი წაიღეს, ჩხუბიც დაასრულეს“ ასეთია: ერთ ღამეს ნასრედინ ჰოჯას ჩხუბის ხმა შემოესმა, გარეთ გავიდა და სიცვის გამო თან საბანი მოიხურა. ჩხუბის გასაშველებლად საბანი გვერდზე მიაგდო. შეუმჩნევლად კი ვიღაცამ მისი საბანი მოიპარა. ამასობაში ჩხუბიც დასრულდა და მოლა სახლში უსაბნოდ დაბრუნდა. ცოლის შეკითხვაზე, საბანი რა უყავი, მოლას უპასუხნია: ჩხუბი ჩემი საბნისთვის გაუმართავთ, საბანი წაიღეს, ჩხუბიც დაასრულესო“.



მსგავსი ინფორმაციები