TİKA ქველმოქმედებას აგრძელებს

TİKA ქველმოქმედებას აგრძელებს

1663361
TİKA ქველმოქმედებას აგრძელებს

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო (TİKA), ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე 10-21 მაისს განხორციელებული თავდასხმების დროს დაზარალებულების მიმართ დახმარებას აგრძელებს. ღაზაში TİKA-ს ოფისიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ, ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლების გამო ღია ცის ქვეშ დარჩენილ 50 ათას ადამიანს ცხელი საჭმელი, 1600 ოჯახს კვების პაკეტები და 1600 ოჯახს ჰიგიენის პაკეტები დაურიგდა. მათივე განცხადებით,  მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მიერ 10 მაისს ბლოკადაში მოქცეულ ღაზას სექტორზე დაწყებული შეტევები 21 მაისს დასრულდა, ჰამასთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად.

ამ ხნის განმავლობაში, ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 254 პალესტინელი, მათ შორის 66 ბავშვი და 39 ქალი დაიღუპა, 1948 დაიჭრა, ათასობით შენობა კი მთლიანად განადგურდა ან გამოუსადეგარი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები