ჩინგიზ აიტმატოვის მეუღლეც კორონავირუსს ემსხვერპლა

79 წლის მარია აიტმატოვა ბიშკეკის საავადმყოფოში გარდაიცვალა

1625396
ჩინგიზ აიტმატოვის მეუღლეც კორონავირუსს ემსხვერპლა

მსოფლიოში ცნობილი ყირგიზი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის 79 წლის მეუღლე, მარია აიტმატოვა საავადმყოფოში, სადაც იგი კორონავირუსის მკურნალობას გადიოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის ანგარიშიდან გაავრცელა აიტმატოვების ოჯახის რძალმა საბირა აიტმატოვამ, რომლის თქმითაც ქ-ნი მარია ბიშკეკის კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ კაპაროვმა ოფიციალურად გამოქვეყნებულ გზავნილში  ღრმა მწუხარება გამოხატა მარია აიტმატოვას გარდაცვალების გამო. ჩენგიზ აიტმატოვი, რომლის ნაწარმოებები მსოფლიოს 157 ენაზეა ნათარგმნი, გარდაიცვალა 2008 წლის 10 ივნისს გერმანიაში, სადაც იგი სამკურნალოდ იყო ჩასული



მსგავსი ინფორმაციები