გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

1619323
გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, NASA-ს მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

ვანის ტბის მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.


საკვანძო სიტყვები: #ვანის ტბა , #NASA

მსგავსი ინფორმაციები