YTB-ს მხრიდან უიღური თურქების მიმართ განხორციელბული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი

YTB-ს მხრიდან უიღური თურქების მიმართ განხორციელბული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი

1549132
YTB-ს მხრიდან უიღური თურქების მიმართ განხორციელბული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველომ (YTB) მიმდინარე წელს მრავალი პროექტი განახორციელა უიღური თურქების განათლებისა და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მედიის წარმომადგენლების განვითარების მიზნით. YTB-დან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, წელს ღრმა ისტორიული, რელიგიური, პოლიტიკური, გეოგრაფიული და კულტურული კავშირის მქონე ძმებთან, ნათესავებთან და თანამემამულეებთან მრავალმხრივი განათლებისა  დახმარების პროგრამები განხორციელდა. ამ კონტექსტში მთელს მსოფლიოში უიღური დიასპორის წევრ ახალგაზრდებს, რომ მშობლიურ ენაზე შეესწავლათ და არ დაივიწყონ თავიანთი ეროვნული და სულიერი ფასეულობები სპეციალური  სახელმძღვანელოები გამოიცა. წიგნების შინაარსი და მასალები, თურქეთში, აშშ-ში, შვედეთში, ყირგიზეთში, ბელგიაში და იაპონიის ჩათვლით 12 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად და დიასპორების დაქვემდებარებაში მყოფ კურსების ლექტორ-მასწავლებლების აზრთა გაზიარების საფუძველზე მოხდა.

მიმდიარე წელს ასევე, აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მედიის წარმომადგენლების  განვითარების და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, „აზიისა და წყნარი ოკეანის ონლაინ მედია ტრენინგის პროგრამა“ მოეწყო, რომელშიც 9 ქვეყნიდან 150 პირი მონაწილეობდა.


საკვანძო სიტყვები: #უიღური თურქები , #YTB

მსგავსი ინფორმაციები