„წყალი და კაცობრიობა“ 10/2020

აბანოები

1521552
„წყალი და კაცობრიობა“ 10/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 10/2020

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

აბანოები

რამდენ ხანში გჭირდებათ ცხელ წყლთან წვდომა? ... ონკანის ჩართვისთანავე ცხელი წყალი რამდენიმე წამში იწყებს დინებას. აქამდე როგორ იყო, ასე ადვილი იყო, თუ გიფიქრიათ ოდესმე? ცხადია, ცხელი წყლის წვდომას  დიდი დრო დასჭირდებოდა, როდესაც ენერგეტიკული რესურსი ძალიან ცოტა იყო  და ტექნოლოგია არ იყო განვითარებული. ცხელი წყალი აუცილებელი იყო დასუფთავებისთვის და ზოგიერთი კულტურის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

დღეს ჩვენ მოგითხრობთ აბანოების გაჩენის შესახებ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული სტრუქტურა, რომლის ისტორია ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან იწყება.

ჩვენ ვიცით, რომ ანატოლიის გეოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზაცია ხეთებისთვის წყლისა და სხეულის გაწმენდის პროცესი ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. ისინი იყენებენ წყალს რელიგიური ცერემონიებისთვის და განწმენდისთვის; მონუმენტური წყლის სტრუქტურები პირველად გაჩნდა ხეთების პერიოდში... ამ ტერიტორიებზე მრავალი ცივილიზაცია გაცოცხლდა ათასობით წლის განმავლობაში... მათ შორის გახლდათ ხეთებიც.  ისინი გავლენას ახდენენ სამყაროზე, მათ მიერ აშენებული წყლის სტრუქტურით.   როდესაც საქმე  ეხება აბანოებს,  რომაელები და თურქები გვახსენდება...

მას შემდეგ, რაც რომაელებმა ანატოლიის მიწებზე დაიწყეს დასახლება, ელინისტური და რომაული ცივილიზაციები ერთმანეთისგან იკვებებოდნენ. მრავალი სტრუქტურა და კულტურული ელემენტები გადაიტანეს ერთი ცივილიდან მეორეში. აბანოები ამის სათავეებშია, რადგან გიმზანია რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც მოწინავე სპორტული ობიექტები ელინისტურ ქალაქებში, დღევანდელი აბანოების პირველი ფორმებია. აბანოები მათი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სივრცედ ითვლება.

ყველა ქალაქში, სადაც რომაელები ბატონობდნენ, შესაძლებელია მინიმუმ ერთი აბანოს ნახვა. კარგით მაგრამ, რატომ?  იმის გამო, რომ რომაელი ექიმები ამტკიცებდნენ, რომ სპორტი, მასაჟი და სხეულის ჰიგიენა აუცილებელია ჯანმრთელობის გასაგრძელებლად, მათ თქვეს: „ჯანსაღი ცხოვრების პირველი წესი არის სისუფთავე.“

პირველი აბანოები აშენდა ცხელი წყაროების მახლობლად, რომლებიც ითვლება სამკურნალოდ. დროთა განმავლობაში აბანოებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, აბანოების მშენებლობა იწყება არა მხოლოდ ცხელი წყლების მახლობლად, არამედ ქალაქებშიც. ინჟინერიის განვითარებით, წყალის ტრანსპორტირდება თუნდაც აბანოებში, რომლებიც შორს არის წყლის სათავეებიდან და შემუშავებულია ტექნიკა, რომ წყალი დიდი ხნის განმავლობაში იყოს თბილი. ზოგიერთ ქალაქში კეთდება ერთზე მეტი აბანო. ამის მიზეზი იყო ის, რომ რომაელები აშენებდნენ აბანოებს ქალაქის მოსახლეობის პროპორციულად...

რომაული აბანოები ერთ-ერთი არქიტექტურული ნაწარმოებია, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში. აბანოები განიხილება როგორც პრესტიჟული შენობები სახელმწიფოსა და იმპერატორებისთვის მათი შესანიშნავი არქიტექტურით, უხვად გაფორმებული ინტერიერითა და შესანიშნავი ქანდაკებებით.

რომაელი ფილოსოფოსის სენეკას წერილებში ნათქვამის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს აბანოები. ამ წერილებიდან ვიგებთ, რომ აბანოებში ბევრი ქანდაკებაა, ალექსანდრიიდან ჩამოტანილი.

რომაელები ძალიან ფართო გეოგრაფიაზე იყვნენ გადაჭიმული და რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ყველა ქალაქში უამრავი წყლის პოვნა. მაგრამ, აბანოები შეუცვლელი იყო ქალაქისთვის.

შეუძლებელი იყო დიდი აბაზანების წყლის მოთხოვნილების ცისტერნებით დაკმაყოფილება. რადგან ეს აბაზანები დიდი ზომისაც იყო და წყლის საჭიროება გაცილებით მეტი იყო აუზების, შადრევნებისა და ჩანჩქერების გამო. საჭირო წყალი მოპოვებულ იქნა წყალსადენით, ასევე იყო ძალიან დიდი წყლის ავზები. აბანოების წყლის პრობლემა ამ გზით გადაწყდა, ხოლო გათბობასთან დაკავშირებული ნაწილი ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გადალახეს. იატაკის ქვედა გათბობით, ცხელი ჰაერი მოდის იმ სექციიდან, სადაც დიდი ქვაბებია განთავსებული, გადიოდა კედლის ღრუებში ბუხრების დახმარებით რის შემდეგაც  აბანოში ტემპერატურა 100° C-ს აღწევდა.

ჩატარებული გათხრებით  დადგინდა, რომ ის ადგილები სადაც  აბანოებია, ხშირია დასახლებებიც, როგორც  ფრიგიების, რომაელების, ბიზანტიის, სელჩუკთა და ოსმალეთის პერიოდშიც.  მათ შორის დღეს ანკარის ულუსის რაიონში მდებარე აბანო და მისი შემოგარენი, რომელიც  გადაკეთდა ღია მუზეუმა და  რომლის ფართობია 65.000 კვ.მ.

საბოლოოდ შეიძლება მოკლედ ითქვას, რომ დღეს ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ აბანოებზე, რომლებიც რომის პერიოდში განწმენდისა და სოციალიზაციის ცენტრები იყო.



მსგავსი ინფორმაციები