უინსტონ გრუმი გარდაიცვალა

უინსტონ გრუმი გარდაიცვალა

1493088
უინსტონ გრუმი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მწერალი, რომანის „ფორესტ გამპის“ ავტორი უინსტონ გრუმი 77 წლის ასაკში, სამხრეთ ალაბამას შტატში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, ალაბამას გუბერნატორმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. „ფორესტ გამპი“ მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. 1994 წელს რომანის მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, როემლშიც ტომ ჰენკსი ასრულებს მთავარ როლს. ფილმს მიღებული აქვს ექვსი ოსკარი, სამი ოქროს გლობუსის პრემია და მრავალი სხვა ჯილდო. 1995 წელს გრუმმა გამოაქვეყნა წიგნის გაგრძელება – „გამპი და კომპანია“.


საკვანძო სიტყვები: #გარდაიცვალა , #უინსტონ გრუმი

მსგავსი ინფორმაციები