„წყალი და კაცობრიობა“ 2/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 2/2020

1487294
„წყალი და კაცობრიობა“ 2/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 2/2020

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

სად ცხოვრობთ ქალაქში, რაიონში თუ სოფელში? ისე, ოდესმე გიფიქრიათ, რომ ის ადგილი, სადაც მე ვცხოვრობ, წყლის პირას უნდა იყოს? თუ თქვენ განსაკუთრებული ინტერესი და უპირატესობა არ გაქვთ, ალბათ ამ კითხვაზე პასუხი იქნება  „არა“, რადგან თანამედროვე სამყაროში ცხოვრების ადგილსამყოფელოსთან დაკავშირებით ფაქტორებს  სამუშაო, სკოლა ან ოჯახი განსაზღვრავს. ამასთან, ადამიანის მსოფლიო ასპარეზზე  გამოჩენის მომენტიდან დღემდე მის ერთ-ერთ უფლებად წყლის პირას ცხოვრება ასახავს. ამ ყველაფერს არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს.

დროთა განმავლობაში, ადამიანი სოფლის მეურნეობის საზოგადოებაში გადავიდა ... ამ პერიოდშიც ანუ ხვნა-თესვის დროსაც ყველაზე მოთხოვნად ტერიტორიებად მდინარის, ზღვის ან კიდევ ტბების სანაპიროები იყო მიმზიდველი. ზოგიერთი წყარო ფიქრობს, რომ ადამიანსა და წყალს შორის ურთიერთობა რაღაც ობიექტმა შეწყვიტა. შეგიძლიათ გამოიცნოთ რა არის ეს ობიექტი? ... როგორ შეიძლებოდა წყალი, რომელსაც დღეს ადვილად მივაწვდინეთ, იმ დროს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ? ... თავდაპირველად ამისათვის იყენებდნენ გოგრებს და ტყავს, მაგრამ წყლის ტრანსპორტირება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეიძლებოდა. შემდეგ ადამიანმა  ტოტებისგან, ხის ბოჭკოებისა და ლერწმისგან კალათების ქსოვა ისწავლა... მან კალათი ნიადაგითა და ტალახით შელესა, მაგრამ ეს  წყალია, რომელიც ღრიჭოებიდან მაინც ჟონავდა.  ამიტომ მას რაღაც გასხვავებული უნდა ეპოვა. იპოვა კიდეც.... ადამიანმა თიხისაგან  ქოთანი გააკეთა. აი ცოტა ხნის წინ დასმული კითხვის პასუხი... ადამიანს ქოთნის მეშვეობით წყლის ნებისმიერ ადგილას გადატანა შეეძლო.

იმავე პერიოდს დაემთხვა მდინარეების კონტროლიც. ადამიანმა წვიმაზე ვალდებულება შეწყვიტა და მიეცა იმის შესაძლებლობა ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი პროდუქცია დაეთესა და მოეყვანა. ამრიგად, ადამიანმა ბუნებაზე დამოკიდებულების ნაცვლად, თანდათან მასზე   ზეგავლენის   მოხდენა და მისი გაკონტროლება დაიწყო.

ამრიგად, ის აღქმა, რომ მდინარეები საშიში და პერიოდულად მკვლელებიც იყვნენ, შეწყდა. ადამიანს აღარ ეშინოდა მდინარეების, პირიქით მისი გაკონტროლებაც შეძლო და ვაჭრობის ჩათვლით მრავალ სფეროში გამოყენებაც დაიწყო.

წყალთან ამდაგვარი დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზაციის დაწყებიდან მოყოლებული ხდება. მდინარეებისა და ზღვების წყალობით, კაცობრიობამ მნიშვნელოვან აღმოჩენებს მიაკვლია და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.

თითქმის ყველა უძველესი დასახლება, რომლებიც შეესწრნენ კაცობრიობის ისტორიას, წყლის პირას დაარსდა... ცივილიზაცია ყოველთვის  წყლის გარშემო ყვაოდა. ადამიანმა წყლის მეშვეობით ჰპოვა სიცოცხლე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანმა წყალი ბუნებაში არსებად გადააქცია, რომელსაც საკუთარი მიზნებისა და საჭიროებისათვის იყენებს.

კარგით გაინტერესებთ, რომელი სოფლები, ქალაქებია? რომელი ცივილიზაციებია ესენი? ასევე არსებობენ ისეთებიც, რომლებიც დღესაც არსებობენ და რომლებიც განაგრძობენ თავიანთ გავლენას კაცობრიობაში შეტანილი წვლილით...

ჩვენ პრიორიტეტი მივაკუთვნეთ მესოპოტამიის ცივილიზაციას, რადგან ეს არის იმ გეოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მესოპოტამია ორ მდინარეს ევფრატს და ტიგროსს აცოცხლებს  ჩვენ თვალწინ. სხვადასხვა პერიოდში ამ ორ მდინარის სანაპიროზე ასურელები, ბაბილონელები, შუმერები და სხვები ცხოვრობდნენ... მდინარე ნილოსიც კი ვერ აერთიანებს ამოდენა ცივილიზაციას... მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და  პირველი  ცივილიზაცია, რომელიც  ცხოვრობდა მესოპოტამიაში, არის შუმერები.   

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზაცია, რომელიც  დღესაც გრძელდება, არის ეგვიპტის ცივილიზაცია. ეს ცივილიზაცია დაარსდა მდინარე ნილოსის გარშემო, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა უდაბნოს. ეგვიპტელები  ცაზე ვარსკვლავების პოზიციებს აკვირდებოდნენ და ამით ნილოსის დატბორვის დრო თვლიდნენ მზის კალენდრით, რომელიც ჩვენს მიერ გამოყენებულ  გრიგორიანული კალენდრის წინამორბედად ითვლება. ამ ცოდნამ მათ,  ბუნებაზე უპირატესობის დამყარების შესაძლებლობა მოუტანა...

ხმელთაშუა ზღვა, რომელიც  მტკნარი წყლის რესურსებისა და ზღვების წყალობით გამოირჩევა, არის რეგიონი, რომელიც მასპინძლობდა პირველ ცნობილ ცივილიზაციებს. მათ შორის გახლავთ ანატოლიის დასავლეთი ნაწილიც.

მსოფლიოში კიდევ ერთი დიდი ცივილიზაცია,  ჩინეთის ცივილიზაციაა  ეს უძველესი ცივილიზაცია დამყარდა და განვითარდა ორი დიდი მდინარის, გოქისა  და ხუანხეს სანაპიროებზე.

ინდური ცივილიზაცია, რომელიც ასევე ერთ-ერთი უძველესია,  მდინარეების ინდუსისა და განგის ნაპირებზე, მათი ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების და სუფთა წყლის მომარაგების შესაძლებლობის გამო სწორედ რომ აქ დამყარდა.


საკვანძო სიტყვები: #კაცობრიობა , #წყალი

მსგავსი ინფორმაციები