ტრავოლტას მეუღლე გარდაიცვალა

იგი ძუძუს კიბოსგან გარდაიცვალა

1454779
ტრავოლტას მეუღლე გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი კინომსახიობის, ჯონ ტრავოლტას მეუღლე, ასევე მსახიობი კელი პრესტონი, სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ჯონ ტრავოლტამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე, რომელიც ორი წლის განმავლობაში მკურნალობდა ძუძუს კიბოს დაავადებისგან, გარდაიცვალა. 57 წლის კელი პრესტონმა, რომელიც ასევე განთქმული კინომსახიობია, მონაწილეობა მიიღო მრავალ ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში, მათ შორის "ტყუპები" და "ახალი დასაწყისი (ჯერი მაგუირი)“ და რამდენიმე სატელევიზიო პროგრამაში. ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ტრავოლტა და პრესტონი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 1988 წელს ფილმში "ექსპერტები", რის შემდეგაც ოჯახი შექმნეს და 28 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს და სულ ბოლოს 2018 წელს გადაღებულ ფილმ "გოთი"-ში  ითამაშეს ერთად



მსგავსი ინფორმაციები