ნიკჰილ სეტმა ვოლკან ბოზკირის გარეო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარედ დანიშვნა შეაფასა

ნიკჰილ სეტმა ვოლკან ბოზკირის გარეო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარედ დანიშვნა შეაფასა

1449926
ნიკჰილ სეტმა ვოლკან ბოზკირის გარეო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარედ დანიშვნა შეაფასა

გაერო-ს გენერალური  მდივნის მოადგილე, ნიკჰილ სეტმა, გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარედ თურქეთის კანდიდატურა, ვოლკან ბოზკირის დანიშვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მრავალწლიანი  დიპლომატიური  გამოცდილების შედეგია.

„ვოლკან ბოზკირი, გაერო-სთვის კრიტიკულ წლად მიჩნეულ მიმდინარე წელს თავჯდომარის როლს შეითავსებს. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია. მე მის მიმართ  ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის განზრახვას ნამდვილად მივესალმები. მას არა მხოლოდ მთავრობებთან, არამედ ახალგაზრდა ჯგუფებთან, აკადემიკოსებთან, ბიზნესმენებთან, ქალთა ჯგუფებთან, მოხუცებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან უნდა ჰქონდეს კავშირი. იმედი მაქვს, რომ იგი ამ საქმეს თავს დადებითად გაართმევს“, განაცხადა ნიკჰილ სეტმა.

მან თურქეთის მხრიდან მიგრანტების თავშესაფართან დაკავშირებითაც ისაუბრა და დასძინა, რომ ანკარის მთავრობამ ამ ყველაფერს ძალიან კარგად და დადებითად გაართვა თავი.  


საკვანძო სიტყვები: #ვოლკან ბოზკირი , #ნიკჰილ სეტი

მსგავსი ინფორმაციები