ჩავუშოღლუ: "ფონდი მაარიფი საქართველოში ახალ სკოლებს გახსნის"

ჩავუშოღლუ: "ფონდი მაარიფი საქართველოში ახალ სკოლებს გახსნის"

1328234
ჩავუშოღლუ: "ფონდი მაარიფი საქართველოში ახალ სკოლებს გახსნის"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის მაარიფის ფონდი საქართველოში ახალ სკოლებს გახსნის.

ჩავუშოღლუმ თბილისში, სადაც თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი რიგით მერვე შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, საქართველოს საერთაშორისო მაარიფის სკოლის ახალი შენობა გახსნა.

მინისტრის თქმით, 2017 წელში ეს საგანმანათლებლო დაწესებულება თურქეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა და დღეს იგი როგორც ქართული სკოლა ახალ შენობაში საქართველოს მაარიფის საერთაშორისო სკოლების სახელით იფუნქციონირებს.

„მინდა აქედანვე ვთქვა, რომ ფონდი მაარიფი არა მხოლოდ თბილისში არამედ სხვა ქალაქებშიც გახსნის ახალ სკოლებს. ქართულად, ინგლისურად, რუსულად სწავლება მაჩვენებელია იმისა რომ ჩვენის სკოლა სრული გაგებით საერთაშორისო სკოლაა. ფონდს მაარიფს მსოფლიოს მასშტაბით 42 ქვეყანაში აქვს სკოლები.“-აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჩავუშოღლუს თქმით, საქართველოს მაარიფის საერთაშორისო სკოლებს ის მოსწავლეებიც აირჩევენ, რომლებიც სწავლას ბაკალავრიატზე თურქეთში გააგრძელებენ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ და ეს ქვეყანა თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია.

„საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად კავკასიის და ამ რეგიონის სტაბილურობაში წვლილი შეგვაქვს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით ჩვენი წვლილი შეგვაქვს როგორც ვაჭრობაში ასევე ტრანსპორტირებაში“-დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.     



მსგავსი ინფორმაციები