იცით თუ არა რომ?

იცით თუ არა რომ?

1324940
იცით თუ არა რომ?

იცით თუ არა რომ თურქეთში ერთადერთი და პირველი საზღვაო მუზეუმი სტამბოლში, ბეშიქთაშის უბანში მდებარეობს?

სტამბოლის ბეშიქთაშის უბანში თურქეთის პირველი და ერთადერთი საზღვაო მუზეუმის გახსნა შემთხვევითი არ არის. ოსმალეთის საზღვაო ძალები, მე -16 საუკუნიდან დაწყებული, მე -19 საუკუნის შუა ხანებამდე, ყოველი წლის გაზაფხულზე, ჯერ ბეშიქთაშის ნავსადგურში იკრიბებოდნენ და აქ რამდენიმე დღე რჩებოდნენ, შემდეგ კი აქედან სალაშქროდ მიდიოდნენ რა, მათ საზეიომო ცერემონიით აცილებდნენ. ტრადიციად ქცეულმა ამ ცერემონიებმა ბეშიქთაშის პორტს, ოსმალეთის საზღვაო სექტორში და საზღვაო  ისტორიაში, პრივილეგირებული ადგილის მნიშვნელობა  მიანიჭა

მე -16 საუკუნეში, დიდმა თურქმა მეზღვაურმა და სამხედრო სარდალმა ბარბაროს ჰაირეტტინ ფაშამ ბეშიქთაშის პორტის შესასვლელში მეჩეთი და მედრესე ააშენა. მისი გარდაცვალების შემდეგ იგი,  მიმიარ სინანის მიერ აშენებულ სამარხში დაკრძალეს და ამან დიდი თურქი მეზღვაურის მიმართ პატივისცემის გაზრდას შეუწყო ხელი, რაც შემდგომში  მეზღვაურებსა და ბეშიქთაშს შორის გულწრფელ კავშირში გადაიზარდა. სწორედ ამიტომ, ამ უბანში 1961 წელს საზღვაო მუზეუმი გაიხსნა, რომელიც დღემდე ერთადერთია მთელს თურქეთში

 



მსგავსი ინფორმაციები