ერდოღანი თურქეთის ებრაულ თემს, როშ-ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

ერდოღანი თურქეთის ებრაულ თემს, როშ-ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

1279235
ერდოღანი თურქეთის ებრაულ თემს, როშ-ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ებრაული კალენდრის მიხედვით ახალი წელის ანუ,  როშ-ჰაშანას დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა. „სიყვარულის და ტოლერანტობის ცივილიზაციის სიმბოლოდ ქცეულ ამ ტერიტორიებზე საუკუნეებია კულტურის, პოლიტიკის და სხვა მრავალ სფეროში სხვადასხვა წარმომავლობის მოქალაქეებთან ერთად ყოველთვის ჰარმონიულად ვცხოვრობთ. სხვადასხვა მრწამსის მოქალაქეების   კულტურის და ტრადიციების თავისუფლად ცხოვრებისათვის ჩვენი მთავრობები ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ამ ფიქრებით, იუდაიზმის რწმენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, როშ-აშანას, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების სახელით, ყველა იუდეველს, მშვიდობა და კეთილდღეობას ვუსურვებ,“ ნათქვამია ერდოღანის მიერ როშ-ჰაშანას დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები