თურქული სამზარეულო 31/2019

"ვარდის შარბათი"

1264439
თურქული სამზარეულო 31/2019

"ვარდის შარბათი"

ალბათ ყველამ იცით სორბე, რომელსაც ინგლისურად და ფრანგულად sorbet-ს იტალიურად კი sorbetto-ს უწოდებენ და იცით თუ არა, რომ ეს სახელი თურქული  “şerbet”-იდან იგივე შარბათიდან მოდის. შარბათი, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, სასმელია თურქული სამზარეულოდან. მას მცენარეების, ყვავილების, ხილის ექსტრაქტებისაგან, ზოგიერთი სანელებლის, შაქრის ან თაფლის შეზავებით ამზადებენ. ამ სასმელის დამზადება მე-16 საუკუნის შუა ხანებში დაიწყო და მან მალე მიიქცია დასავლეთის ყურადღება. მე-17 საუკუნიდან ლიმონის, ვარდის, იის კონცენტრირებული მზა შარბათების ინგლისში გატანა დაიწყეს. ასევე მე-17 საუკუნეში ამ კონცენტრირებული შარბათიდან ხილის ნაყინი დაამზადეს და ამგვარად შეიქმნა ცნობილი იტალიური “sorbetto”. დღესაც ინგლისურსა და ფრანგულში გამოყენებული სახელწოდება sorbet, სიტყვა „şerbet“-ის დამახინჯებული ფორმაა. დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ  ევროპაში დიდი პოპულარობის მქონე „ვარდის შარბათის“ რეცეპტს.

ვარდის შარბათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

50 გრამი სურნელოვანი ვარდის ფირცლები

½ წყლის ჭიქა ლიმნის წვენი

1 წყლის ჭიქა შაქარი

5 წყლის ჭიქა სასმელი წყალი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე: თავდაპირველად ვარდის ფურცლებს ბოლოში თეთრი ნაწილები მაკრატლით მოაჭერით და მინის ან ფაიფურის თასში ჩაყარეთ და ლიმნის წვენი ჩაამატეთ. ხელით გასრისეთ და ნახევარი საათი ასე დატოვეთ.  წყალი და შაქარი ქვაბში წამოადუღეთ და გააციეთ. გაგრილებული შაქრიანი წყალი ვარდებიან თასში ჩაასხით. ნაზავი 10 საათით მაცივარში შეინახეთ.  გაწურეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ. შეგერგოთ!

 



მსგავსი ინფორმაციები