თურქული სამზარეულო 15/2019

ხაში

1185977
თურქული სამზარეულო 15/2019

თურქული სამზარეულო 15/2019

ხაში

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა „საქონლის შიგნეული.“ თურქულ და მსოფლიო სამზარეულოში შიგნეულს ისტორიის მანძილზე სულ იყენებდნენ, თუმცა მისი გამოყენება და პოპულარობა გასული საუკუნიდან თანდათან შემცირდა. ასევეა თურქულ სამზარეულოშიც. საქონლის შიგნეულობას, რომლისგანაც როგორც ოსმალური სასახლის ასევე მოსახლეობის სამზარეულოებში მნიშვნელოვან კერძებს ამზადებდნენ, უკვე სახლებში ძალზედ იშვიათად იყენებენ, თუმცა თურქეთში შიგნეულისგან მომზადებულ კერძებზე დახელოვნებული სასადილოები ფუნქციონირებს, რომელთაც „იშქემბეჯი“-ს ანუ მეხაშეებს უწოდებენ და აქ ამ ტიპის ყველა კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. დღეს ასეთი სასადილოების მთავარი კერძის „ხაში“-ს რეცეპტს შემოგთავაზებთ.

 ხაშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები

  • 500 გრამი ძროხის ან ცხვრის ფაშვი
  • 10 წყლის ჭიქა წყალი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ლიმონის წვენი
  • ½ წყლის ჭიქა ძმარი
  • 6-7 კბილი ნიორი
  • დაფქული წითელი პილპილი
  • მარილი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე:

გასუფთავებული ფაშვი კარგად გარეცხეთ და 10-12 ჭიქა მარილიან წყალში დარბილებამდე ხარშეთ. ხარშვის დროს წარმოქმნილი ქაფის მოცლა არ დაგავიწყდეთ. როდესაც წყალს ქაფი აღარ გაუჩნდება ქვაბს თავსახური დააფარეთ და დარბილებამდე დაახლოებით 1-1,5 საათო ხარშეთ. მოხარშული ფაშვი წყლიდან ამოიღეთ და მჭრელი დანით წვრილად დააქუცმაცეთ. სხვა ქვაბში 2 სუფრის კოვზი ზეთი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი მოხალეთ. ფაშვის წვენიდან ერთი თასი ამოიღეთ და მოხალულ ფქვილს ჩაამატეთ და თან ურიეთ.  დარჩენილი ფაშვის წვენიც გაწურეთ, ქვაბში ჩაამატეთ და წამოადუღეთ. შემდეგ დაქუცმაცებული ფაშვი ადუღებულ წვენში დაამატეთ. ერთი კვერცხის გული და ერთი ლიმონის წვენი თასში კარგად ათქვიფეთ, წვენით შეათბეთ და წვნიანში ჩაამატეთ. 3 წუთი ადუღეთ და გაზქურიდან გადმოიღეთ.  უკვე წვნიანი თითქმის მზად არის. ერთადერთი რაც აკლია ნიორი და ძმარია! დანაყული 6-7 კბილი ნიორი და 2 ფინჯანი ძმარი ერთმანეთში აურიეთ.  სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ან ადუღებულ წვნიანში ან სერვისის დროს წვნიანის თეფშში ჩაამატოთ.

შეგერგოთ!

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული სამზარეულო , #ხაში

მსგავსი ინფორმაციები