სუმელას მონასტრის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება

ვიზიტორებისთვის მისი დათვალიერება 18 მაისიდან გახდება  შესაძლებელი

1179285
სუმელას მონასტრის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება

ტრაპიზონის, მაჩკის რაიონში მდებარე სუმელას მონასტრის პირველი ნაწილის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. რესტავრირებული მონასტრის დათვალიერება ვიზიტორებისთვის  18 მაისიდან გახდება  შესაძლებელი. სუმელას მონასტერი  როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს. ახალი ტურისტული სეზონისთვის,  რესტავრირებული მონასტერი 18 მაისის მუზეუმების კვირეულის ფარგლებში ვიზიტორებისთვის გაიხსნება. რესტავრაციის ფარგლებში მონასტერთან მიმავალ 300 მეტრიან სამფეხმავლო  გზასაც ჩაუტარდა რემონტი.



მსგავსი ინფორმაციები