დღეს ისლამური სამყარო მიღრაჯის ღამეს აღნიშნავს

დღეს ისლამური სამყარო მიღრაჯის ღამეს აღნიშნავს

1175294
დღეს ისლამური სამყარო მიღრაჯის ღამეს აღნიშნავს

დღეს, ისლამური სამყარო „მიღრაჯი“-ს,  ანუ მუჰამმედ შუამავლის ცად ამაღლების ღამეს აღნიშნავს. ისლამის მიხედვით,  წმ. მუჰამმედ შუამავალი ალლაჰის მიწვევით და ოთხი დიდი ანგელოზიდან გაბრიელის წინამძღოლობით მექაში მყოფ მესჯიდი ჰარემიდან  (აკრძალული მეჩეთი-მთავარი მეჩეთი, რომლის შიდა ეზოში ქააბა მდებარეობს) იერუსალიმში მყოფ მესჯიდი აქსაში ჩავიდა და შემდეგ იქედან ცად ამაღლდა. მიღრაჯის ღამეს ალლაჰმა მუჰამმედ შუამავალს ადამიანის სიცოცხლის უფლებების, პატივისცემისა და ღირსების დაცვის, საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოების და სხვა მცნებები  ზეშთააგონა. მიღრაჯის ღამესთან დაკავშირებით როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმები, ასევე თურქეთშიც  ყველა მეჩეთებში სხვადასხვა  ლოცვები და ვედრებები აღავლინდება.



მსგავსი ინფორმაციები