თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 13

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს პროექტები 5

1173169
თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 13

 „თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები“  სახელწოდების ციკლურ პროგრამაში როგორც მოგეხსენებათ გასულ კვირას „თურქეთის სტიპენდიანტები“-ს   პროექტების ფარგლებში თუ როგორ მუშაობს პროცესი სტუდენტებისთვის, რომლებიც ისარგებლებენ სტიპენდიებით და რა კრიტერიუმებით ხდება მათი შერჩევა, ამაზე გავამახვილეთ ყურადღება. დღევანდელ პროგრამაში კი სტიპენდიების რაოდენობასა  და მრავალფეროვნებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

სტიპენდიების შესახებ დეტალები

რას მოიცავს სტიპენდიები?

1 ყოველთვიური საჭირო სახარჯი ფული:

 •  საბაკალავრო: თვიური  700 თურქული ლირა

 •  სამაგისტრო: თვიური  950 თურქული ლირა

 •  სადოქტორო: თვიური  1400 თურქული ლირა

 •  მკვლევარების სტიპენდია: თვიური  3000 თურქული ლირა

 •  თურქული ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის პროგრამა: თვიური 500 თურქული ლირა

 

 •  საჯარო მოხელეებისა და აკადემიკოსებისათვის საკომუნიკაციო თურქული ენის პროგრამა:  თვიური 2000 თურქული ლირა

*  მკვლევარების სტიპენდია, მხოლოდ თვიურ სახარჯ ფულს მოიცავს.     

** თურქული ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის პროგრამა, ბინადრობა, ჯანდაცვა  და კულტურული ღონისძიებები.

*** საჯარო მოხელეებისა და აკადემიკოსებისათვის საკომუნიკაციო თურქული ენის პროგრამა,  თვიურ სახარჯი ფული, ბინადრობა, მგზავრობა და სოციალურ-კულტურული  ღონისძიებები.

საბაკალავრო და სამაგისტრო  პროგრამები; ყოველთვიურ სახარჯ ფულთან ერთად

 2       სწავლის საფასური

3       ერთჯერადი წასვლა-წამოსვლის ავიაბილეთები

3        დაზღვევა

5       საცხოვრებელი

6        ერთწლიანი თურქული ენის შემსწავლელი კურსი

სტიპენდიების გაცემის  პერიოდი   შემდეგნაირია;

• საბაკალავრო 1 წლიანი თურქული ენის შესწავლასთან ერთად + 4-6 წლით   

• სამაგისტრო  1 წლიანი თურქული ენის შესწავლასთან ერთად + 2  წლით  

• სადოქტორო 1 წლიანი თურქული ენის შესწავლასთან ერთად + 4  წლით    

  • მკვლევარებისათვის   3-12 თვით

•  თურქული ენის შესწავლისათვის საზაფხულო სკოლა 2 თვით

       •   საჯარო მოხელეებისა და აკადემიკოსებისათვის საკომუნიკაციო თურქული ენის პროგრამა: 8-10 თვე  

საბაკალავრო სტიპენდიები

საბაკალავრო სტიპენდიების პროგრამა, საბაკალავრო პროგრამისთვის განაცხადის შემტანი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამაა.  მათ ვისაც საინჟინრო, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და სხვა განხრით სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ ამ პროგრამაში ჩაერთონ.  დეპარტამენტების და უნივერსიტეტების ნახვის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო“-ს (YTB) ვებსაიტს.

სამაგისტრო სტიპენდიები

ასევე თურქეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და სხვა მრავალ განხრაში  მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ ამ პროგრამაში ჩაერთონ. დეპარტამენტების და უნივერსიტეტების ნახვის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო“-ს (YTB) ვებსაიტს.

კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები