გერმანიის კანცლერს შეიძლება დიდ ოციანთა სამიტზე დააგვიანდეს

მისი თვითმფრინავი იძულებითი დაეშვა კიოლნში

1097828
გერმანიის კანცლერს შეიძლება დიდ ოციანთა სამიტზე დააგვიანდეს

 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სამთავრობო თვითმფრინავმა, რომელიც არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიფრინავდა, სადაც G20-ის სამიტი უნდა ჩატარდეს, ტექნიკური ხარვეზის გამო იძულებითი საგანგებო დაშვება განახორციელა ქალაქ კიოლნის აეროპორტში.

გერმანული მას-მედია იტყობინება, რომ ამ სამთავრობო თვითმფრინავს ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი და ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი არგენტინაში გადაჰყავდა რა, ელექტრონულ სისტემაში წარმოქმნილი ხარვეზის გამო, კიოლნი-ბონის აეროპორტში დაეშვა.

ანგელა მერკელი და მისი დელეგაცია არგენტინაში სხვა თვითმფრინავით ჩავა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციებით, შესაძლოა მათ სამიტზე დაგვიანონ.



მსგავსი ინფორმაციები