ტრამპი ახალი საერთაშორისო ტელეარხის გახსნას გეგმავს

“CNN-ი აშშ-ს საერთაშორისო არენაზე "არასწორად" აცნობს“

1095777
ტრამპი ახალი საერთაშორისო ტელეარხის გახსნას გეგმავს

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი შეძლებენ ახალი საერთაშორისო სატელევიზიო არხის შექმნას.

ტრამპი, რაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ ათვალწუნებული ჰყავს CNN-ის სატელევიზიო არხი და სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნავს, რომ CNN-ის სატელევიზიო არხი, აშშ-ს საერთაშორისო არენაზე "არასწორად" აცნობს.

მისივე თქმით, აშშ-ში CNN-ის რეიტინგის მაჩვენებელი დაბალია, ხოლო სატელევიზიო არხ CNN International-ს საკმარისი მეტოქეები არ ჰყავს.

"CNN-ი აშშ-ს, მსოფლიოში უსამართლო და არასწორ იმიჯს უქმნის. ამიტომ, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მათ შორის საკუთარი ქსელის შექმნის შესაძლებლობაც, რათა მთელს  მსოფლიოს დავანახოთ, თუ ვინ ვართ, ეს დიდებული საქმე იქნება!",  განაცხადა ტრამპმა



მსგავსი ინფორმაციები