ერდოღანმა სტამბოლში პირველი სახალხო პარკი გახსნა

“უახლოეს ხანებში 18 ქალაქში 33 ასეთი პარკი გაიხსნება“

1089844
ერდოღანმა სტამბოლში პირველი სახალხო პარკი გახსნა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დღეს სიტყვით გამოვიდა სტამბულის ბაშაქშეჰირის რაიონში გაშენებული პირველი “სახალხო პარკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე და თქვა, რომ ეს პარკი იხსნება მისი 100 დღიანი ვალდებულების შესრულების პროგრამის ფარგლებში.  

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრებისგან არის დაკომპლექტებული, კიდევ 33 ასეთ სახალხო პარკს უახლოეს ხანებში გახსნის თურქეთის 18 ქალაქში, რამეთუ მათი უმრავლესობა მშენებლობის ბოლო სტადიაზე იმყოფება, ხოლო მომავალში კი თურქეთის ყველა ქალაქში გააშენებენ მსგავს პარკებს.

“როგორც კი სტამბოლის ახალი, რიგით მესამე აეროპორტი მთლიანად გადაეცემა ექსპლოატაციაში, ათათურქის სახელობის აეროპორტიც სახალხო პარკად გადაიქცევა და ისიც სტამბოლელების და მისი სტუმრების დასვენებისა და გართობის ცენტრად გადაიქცევა“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები