ჯუზეპე კონტე თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

გუშინ იტალიაში გამართული ლიბიის კონფერენცია თურქეთმა დატოვა

1087330
ჯუზეპე  კონტე თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

იტალიის პრემიერმინისტრ,  ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან,  საერთაშორისო ლიბიის კონფერენციის დატოვების გამო ძალიან წუხს. მან ამის შესახებ კონფერენციის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს აღნიშნა. „თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ,  ფუათ ოქტაის კონფერენციის დატოვების გამო ძალიან ვწუხვართ. მაშინ როცა მას პრესის ახსნა-განმარტება წავუკითხე, იტალიის სასარგებლოდ ვერაფერი დავინახე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ გადაწყვეტილებებზე შეიძლება არსებობდეს განსაკუთრებული სენსიტიურობები,“ განაცხადა კონტემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ლიბიის კონფერენცია თურქეთმა დატოვა. საკითხის  შესახებ განცხადების გამკეთებელმა   ვიცე-პრეზიდენტ,  ფუათ ოქტაიმ აღნიშნა, რომ  აღნიშნული კონფერენციის მიმართ დიდი იმედგაცრუება განიცადეს.



მსგავსი ინფორმაციები