პეტრო პოროშენკოს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

პეტრო პოროშენკოს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

1081252
პეტრო პოროშენკოს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სტამბოლის უნივერსიტეტმა უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა პოროშენკომ განაცხადა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტის ისტორია 1453 წლიდან იწყება. „სტამბოლის უნივერსიტეტი თურქეთის ყველაზე ძირძველი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლავთ, რომელსაც როგორც თურქეთის ასევე მსოფლიოს მასშტაბით მრავალი პოლიტიკოსი, მეცნიერი და სხვა სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ჰყავს აღზრდილი. ასეთ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საპატიო დოქტორის წოდების მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ასევე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ თურქეთი ჩემთვის განსაკუთრებული ქვეყანაა. სტამბოლის უნივერსიტეტში მრავალი უკრაინელი სტუდენტიც ღებულობს სხვადასხვა განათლებას. განათლების და ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას კი, სტამბოლის უნივერსიტეტი მართლაც და წარმატებით ახორციელებს. სტამბოლის უნივერსიტეტში უკრაინული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გახსნა, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია რა, ამ ფაკულტეტზე განათლების მიღების მსურველი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს,“ განაცხადა პოროშენკომ.



მსგავსი ინფორმაციები