ხორვატიაში ყველაზე უძველესი ყველის ნარჩენები აღმოაჩინეს

იგი 7200 წლის წინ დაუმზადებიათ

1045496
ხორვატიაში ყველაზე უძველესი ყველის ნარჩენები აღმოაჩინეს

 

ხორვატიაში 7200 წლის წინ დამზადებული ყველის ნარჩენები  აღმოაჩინეს.

აქამდე ყველაზე უძველესი ყველი ეგვიპტეში იყო აღმოჩენილი და იგი 3200 წლის წინ იყო დამზადებული.

პოპოვნიკისა და დენილო ბიტინჯის დასახლებებში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ თიხის ქოთნებში ცხიმოვანი მჟავები დააფიქსირეს, რომლებიც ყველს ეკუთვნის და ისინი 7200 წლის წინ არიან დამზადებულნი.

მეცნიერები აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ყველის დამზადება ადამიანებმა 5 ათასი წლის წინ დაიწყეს, მაგრამ, ხორვატიის აღმოჩენამ ეს ვარაუდიც გააქარწყლა.

მკვლევარების აზრით, რძის, მაწვნის და ყველის პროდუქტები ევროპაში სწორედ ხორვატიიდან შევიდა



მსგავსი ინფორმაციები