ბინალი ილდირიმი ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია

ეს არის მისი პირველი უცხოური ვიზიტი პარლამენტის თავჯდომარის რანგში

1032901
ბინალი ილდირიმი ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია

 

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (პარლამენტის) თავჯდომარემ ბინალი ილდირიმმაც არ დაარღვია ტრადიცია და პირველი უცხოური ვიზიტი ახალ პოსტზე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში განახორციელა, სადაც ჯერ ამ ქვეყნის დამფუძნებლების, ფაზილ ქუჩუქისა და რაუფ დენქთაშის საფლავები მოინახულა, შემდეგ კი მას ოფიციალური შეხვედრა მოუწყო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ. თურქი პარლამენტის თავჯდომარე შემდეგ ჯერ თავისმა ჩრდილოეთ კვიპროსელმა კოლეგამ ტებერრუქენ ულუჩაიმ, შემდეგ კი პრემიერმინისტრმა ტუფან ერჰურმანმა მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციებით, ამ შეხვედრებზე განხილვების მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების საკითხები წარმოადგენდა



მსგავსი ინფორმაციები