ლავროვი ანკარაში ჩამოვიდა

მან თურქ კოლეგასთან ერთად პრეს კონფერენცია გამართა

1032166
ლავროვი ანკარაში ჩამოვიდა

 

ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს თავისი თურქი კოლეგა მევლუტ ჩავუშოღლუ შეხვდა და მათ ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს.

მათვე, ანკარის მე-10 ელჩების კონფერენციის ფარგლებში შეკითხვებს უპასუხეს.

ლავროვმა მეტად ღირებული უწოდა აშშ-ს მხრიდან რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებში ანკარის მიერ მასში მონაწილეობაზე უარის თქმას და იქვე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში საღი აზრი გაიმარჯვებს და ყველანაირ პრობლემებს დაპირისპირებული ქვეყნები დიალოგის გზით მოაგვარებენ.

რუსი დიპლომატი შეეხო რა აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, თქვა, რომ ცალმხრივი ეკონომიკური სანქციები არალეგიტიმურია და ამის შემდეგ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უარს იტყვის დოლარის გამოყენებაზე.

მანვე ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც შეაფასა და განაცხადა, რომ  ზოგიერთმა დასავლელმა პარტნიორმა  დიპლომატიური კულტურა დაკარგა.



მსგავსი ინფორმაციები